გადააქციეთ გეგმები აღსრულებად.
„აღსრულება და მართვის სისტემა" არის პრაქტიკული პროგრამა მენეჯერებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ საქმის ორგანიზების უფრო თანმიმდევრული მიდგომა, მკაფიო შეთანხმებები, პროგრესზე მუდმივი ინფორმაცია და პრობლემებზე დროული რეაგირება მანამ, სანამ ისინი კრიზისებად იქცევა.
ამ პროგრამის დახმარებით შეძლებთ ააშენოთ საქმის კეთების მარტივი და განმეორებადი სისტემა, ნაცვლად იმისა რომ გაამრავლოთ შეხვედრები და კონტროლის მექანიზმები.
განვიხილოთ ეს პროგრამა →„რატომ არ გაკეთდა ეს?”
„ვინ იყო პასუხისმგებელი?”
„მე არ ვიცოდი.”
„მეგონა, ამას სხვა აკეთებდა.”
„რატომ ვიგებთ ამის შესახებ მხოლოდ ახლა?”
„ამდენი შეხვედრა გვაქვს და მაინც ყველაფერი მუდმივად მოსაკითხია?”
„რატომ არის ყველაფერი სასწრაფო?”
„რატომ მიწევს ისევ ყველა საკითხში ჩართვა?”
ეს პრობლემები იშვიათად არის უმოქმედობის შედეგი. ისინი, ძირითადად მაშინ იჩენს თავს, როცა პრიორიტეტები, პასუხისმგებლობა, ინფორმაციის ნაკადი, საქმის ბოლომდე მიყვანა და მართვის რუტინები არასაკმარისად ნათელია. შედეგად ვიღებთ რეაქტიულ მუშაობას, ზედმეტ ესკალაციას, მუდმივ „ხანძრების ჩაქრობას” და ცალკეულ მენეჯერებზე გადაჭარბებულ დამოკიდებულებას.
მენეჯერები სწავლობენ, როგორ გახადონ სამუშაო პროცესი ხილვადი ზედმეტი ბიუროკრატიისა და მიკრომენეჯმენტის გარეშე. პროგრამის ბოლოს მონაწილეებს შექმნილი აქვთ საკუთარი პრაქტიკული მართვის ოპერაციული სისტემა საქმის ორგანიზებისა და აღსრულების მონიტორინგისთვის.
მიმართეთ მენეჯერული ყურადღება იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მონაწილეები აანალიზებენ, როგორ იხარჯება მენეჯერის დრო და ერთმანეთისგან მიჯნავენ რეალურ პრიორიტეტებს, აუცილებელ საოპერაციო სამუშაოს, რეაქტიულ „ხანძრების ჩაქრობას” და განმეორებად პრობლემებს, რომლებიც სისტემურ გადაწყვეტას საჭიროებენ.
მონაწილის შედეგი: პრიორიტეტებისა და ფოკუსის რუკაშეთანხმებები გახადეთ იმდენად მკაფიო, რომ მათი შესრულება შესაძლებელი იყოს. მენეჯერები ბუნდოვანი მოთხოვნებიდან და ვარაუდებიდან გადადიან შეთანხმებებზე, სადაც განსაზღვრულია პასუხისმგებელი, შედეგი, უფლებამოსილება, ვადა და გადახედვის წერტილები.
მონაწილის შედეგი: მკაფიო შეთანხმებების ჩარჩოშექმენით პროგნოზირებადი სისტემა დაგეგმვისთვის, შეხვედრებისთვის, შუალედური გადამოწმებებისთვის, ანგარიშგებისთვის, ინფორმაციის გაცვლისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის. მიზანი მეტი შეხვედრა კი არა, მკაფიო დანიშნულება, რიტმი და შედეგის უზრუნველყოფაა.
მონაწილის შედეგი: მართვის სისტემის რუკაშეინარჩუნეთ ხილვადობა მიკრომენეჯმენტის გარეშე. მენეჯერები ეუფლებიან პრაქტიკულ მიდგომებს შესრულების მონიტორინგის, შემაფერხებელი ფაქტორების, შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ესკალაციის სამართავად.
მონაწილის შედეგი: შესრულების მიყოლისა და ანგარიშვალდებულების სისტემარეალობაზე რეაგირება ისე, რომ გეგმაზე კონტროლი არ დაიკარგოს. მენეჯერები განასხვავებენ ერთჯერად საკითხებს განმეორებადი პრობლემებისგან და იყენებენ მიდგომას: დანახვა → გადაჭრა → სისტემატიზაცია.
მონაწილის შედეგი: პრობლემა → გაუმჯობესების რუკაერთობლიობაში ეს ელემენტები ქმნის მონაწილის მართვის ოპერაციულ სისტემას.
მონაწილეები ჩარჩოებს იყენებენ მიმდინარე პრიორიტეტებზე, შეხვედრებზე, შეთანხმებებში, ანგარიშგების რუტინებსა და აღსრულების განმეორებად პრობლემებზე.
ოთხი ცოცხალი სესია, თითო დაახლოებით 3–3.5 საათი, სამუშაო დავალებებით სესიებს შორის და 90-წუთიანი ინტეგრაციის სესია პროგრამის დასრულებიდან 1 თვეში.
სწავლისა და პრაქტიკული გამოყენების სამი ინტენსიური დღე ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც კონცენტრირებული ჩატარების ფორმატი ურჩევნიათ.
CEO-ები და დამფუძნებლები — ნაკლები საოპერაციო დამოკიდებულება უმაღლეს ხელმძღვანელობაზე და უფრო ძლიერი აღსრულება მენეჯერულ დონეებზე.
COO-ები და ოპერაციების ხელმძღვანელები — უკეთესი ხილვადობა, კოორდინაცია და შესრულების მიყოლა.
HR-ისა და L&D-ის ხელმძღვანელები — უფრო თანმიმდევრული და პრაქტიკული მენეჯმენტის სტანდარტი.
ძირითადი მეთოდოლოგია, ინსტრუმენტები და სწავლის პროცესი ორგანიზაციებს შორის უცვლელი რჩება. მონაწილეები ჩარჩოებს საკუთარ რეალურ საქმეზე იყენებენ ისე, რომ პროგრამა ინდივიდუალურად მორგებულ საკონსულტაციო პროექტად არ გადაიქცეს. პროცესების უფრო ღრმა რედიზაინი, მართვის სისტემის არქიტექტურა ან საოპერაციო დიაგნოსტიკა შესაძლებელია ცალკე საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში.