თანამშრომლობის მზა ფორმატები.

პროგრამა მენეჯერებისა და გუნდებისთვის, ფოკუსირებული მენტორინგი ინდივიდებისთვის, სტრუქტურირებული საკონსულტაციო პროექტები ბიზნესისთვის — აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი საწყისი წერტილი.

ვორქშოფები · ტრენინგები · პროგრამები · ბუთქემფები · სპრინტები
ტრენინგ პროგრამები

მზა, პრაქტიკული ტრენინგ პროგრამები.

01
მენეჯერებისა და გუნდის ლიდერებისთვის

აღსრულება და მართვის სისტემა

გეგმიდან შედეგამდე.

როცა პრიორიტეტები ირევა, შეთანხმებები ბუნდოვანია და ყველაფერს მუდმივი მიდევნება სჭირდება — შესრულება ნელდება. ეს ტრენინგი დაგეხმარებათ მართოთ თქვენი დაქვემდებარებული სფეროები მეტი სიცხადით, ნაკლები ქაოსით და მუდმივი „ხანძრების ჩაქრობის” გარეშე.

იხილეთ პროგრამა →
02
მენეჯერებისა და გუნდის ლიდერებისთვის

დელეგირება და ანგარიშვალდებულება

ყველაფრის თავად კეთებიდან — რეალურ დელეგირებამდე.

დელეგირება არ მუშაობს, თუ ყველა გადაწყვეტილება, პრობლემა და დაუსრულებელი საქმე ისევ მენეჯერთან ამოდის გადასაწყვეტად. ეს ტრენინგი დაგეხმარებათ პასუხისმგებლობა უფრო მკაფიოდ გადასცეთ გუნდს, განსაზღვროთ ავტონომიის საზღვრები და შეინარჩუნოთ საჭირო ხედვა მიკრომენეჯმენტის გარეშე.

იხილეთ პროგრამა →
03
მენეჯერებისა და გუნდის ლიდერებისთვის

უკუკავშირი და რთული საუბრები

დროული უკუკავშირი უკეთესი შედეგებისთვის.

როცა უკუკავშირის გაცემა ვადდება, პრობლემა ხშირად ღრმავდება — მოლოდინები ბუნდოვანი რჩება, უკმაყოფილება გროვდება და შედეგებიც ზარალდება. ეს ტრენინგი დაგეხმარებათ არაკომფორტულ საკითხებზე ისაუბროთ მკაფიოდ, დროულად და პროფესიულად — ისე, რომ საუბარი ცვლილების შესაძლებლობად იქცეს და არა კონფლიქტად.

იხილეთ პროგრამა →
მალე დაემატება მენეჯერული სრულყოფილების პროგრამა ლიდერობის სრული პროგრამა — საკუთარი თავის, საქმის და ადამიანების მართვა.
დაჯავშნე ადგილი წინასწარ →
ინდივიდებისთვის

თქვენზე მორგებული პერსონალური მენტორინგი.

ერთი სესია 1:1 მენტორინგის სესია 300 ₾

ერთი ფოკუსირებული სესია, თქვენთვის აქტუალური მიმდინარე საკითხის გარშემო — იქნება ეს კარიერა, ლიდერობა თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

დაჯავშნეთ სესია
დაზოგეთ
200 ₾
4 სესიის პაკეტი მენტორინგის 4 სესია - პაკეტი 1,000 ₾

ოთხი სესია მიზანზე, ცვლილებაზე ან გამოწვევაზე თანმიმდევრული პროგრესისთვის — მდგრადი შედეგი უკეთეს ფასად.

დაჯავშნეთ პაკეტი
სტრუქტურირებული საკონსულტაციო პროექტები

წინასწარ გამზადებული სამუშაო სტრუქტურები.

01
სტარტაპებისთვის · მზარდი კომპანიებისთვის

ზრდისთვის მზადყოფნა და ორგანიზაციული დიზაინი

გაზარდეთ ბიზნესი ისე, რომ ორგანიზაცია ზრდას არ ჩამორჩეს.

როცა ბიზნესი იზრდება, ძველი სტრუქტურა ხშირად ვეღარ უძლებს ახალ მასშტაბს — როლები ირევა, გადაწყვეტილებები ზედა დონეზე გროვდება და პასუხისმგებლობები ბუნდოვანი ხდება. ეს პროექტი დაგეხმარებათ უფრო მკაფიოდ დაინახოთ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ორგანიზაცია შემდეგი ეტაპის ზრდისთვის.

იხილეთ პროექტული შეთავაზება →
02
ზრდის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის · მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის · შემდგარი ორგანიზაციებისთვის

ოპერაციებისა და მართვის სისტემების სპრინტი

გახადეთ ბიზნესი უფრო მარტივი სამართავი.

როცა ყოველდღიური მუშაობა ზედმეტ ძალისხმევას მოითხოვს, შეფერხებები მეორდება და მენეჯმენტს არ აქვს მკაფიო ხედვა რა ხდება რეალურად, პრობლემა ხშირად პროცესებსა და მართვის სისტემაშია. ეს პროექტი დაგეხმარებათ გამოავლინოთ მთავარი ხარვეზები და განსაზღვროთ, რა უნდა შეიცვალოს უფრო გამართული ოპერირებისთვის.

იხილეთ პროექტული შეთავაზება →
03
ზრდის ეტაპზე მყოფი ბიზნესებისთვის · შემდგარი ორგანიზაციებისთვის

AI-ისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების შეფასება

სანამ AI-ში დააინვესტირებ, ნახე სად ექნება მას რეალური ეფექტი.

ბევრ კომპანიას სურს AI-ის გამოყენება, მაგრამ არ იცის საიდან დაიწყოს და რომელი შესაძლებლობაა რეალურად ღირებული. ეს პროექტი დაგეხმარებათ გამოავლინოთ და დააპრიორიტეტოთ ის მიმართულებები, სადაც AI-სა და ავტომატიზაციას ყველაზე მეტი ბიზნეს-ღირებულების შექმნის პოტენციალი აქვს.

იხილეთ პროექტული შეთავაზება →

რომელი პროდუქტი შეესაბამება თქვენი ბიზნესის სიტუაციას?

თქვენი ორგანიზაცია იზრდება, თუმცა როლები, უფლებამოსილებები ან ანგარიშვალდებულება უფრო ბუნდოვანი ხდება. → ზრდისთვის მზადყოფნა
სტრუქტურა მკაფიოა, მაგრამ ყოველდღიურ მუშაობას არაეფექტური პროცესები ან მართვის არასაკმარისი გამჭირვალობა ანელებს. → ოპერაციების სპრინტი
გსურთ AI-ის ან ავტომატიზაციის გამოყენება, მაგრამ გჭირდებათ გაიგოთ სად შექმნის ის რეალურ ღირებულებას. → AI შესაძლებლობების შეფასება

განვიხილოთ ეს პროდუქტები.

საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, საქართველო · ღია ვარ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის