ვეხმარები დამფუძნებლებსა და ლიდერთა გუნდებს ორგანიზაციის მოწყობის, მართვისა და განვითარების გაუმჯობესებაში — საწყისი ეტაპიდან დაწყებული, ზრდით, ტრანსფორმაციითა და ადაპტაციით დამთავრებული.
ორგანიზაციული განვითარება · ბიზნეს ტრანსფორმაცია · ოპერაციული სრულყოფილება · ლიდერობის განვითარება · აღმასრულებელთა კონსულტირება · AI-ზე დაფუძნებული ტრანსფორმაცია
ბიზნესის განვითარებასთან ერთად იცვლება შეკითხვებიც. საწყის ეტაპზე მთავარი შეიძლება სწორი საფუძვლების შექმნა იყოს. შემდეგ — მეტი სიცხადისა და სტრუქტურის ჩამოყალიბება კომპლექსურობის ზრდის პარალელურად. სხვა ეტაპზე კი გამოწვევა შეიძლება ეფექტურობის გაზრდა, ახალ მოთხოვნებთან ადაპტაცია და ტექნოლოგიების უფრო ჭკვიანურად გამოყენება იყოს.
სადაც არ უნდა იყოთ, მიზანი უბრალოდ ზრდა არ არის. მიზანია შექმნათ ბიზნესი, რომელიც უკეთესად მუშაობს.
თქვენ აყალიბებთ ბიზნესის საფუძვლებს და გსურთ თავიდანვე ყველაფერი მეტი სიცხადით დაალაგოთ.
ბიზნესი ვითარდება, მაგრამ მისი ოპერირების პროცესი უფრო და უფრო მეტ საკითხს აჩენს.
ბიზნესი შეიძლება უკვე შემდგარია, მაგრამ გარემო იცვლება, რაც აჩენს ახალ საკითხებს და შესაძლებლობებს.
ფორმა ყოველ ეტაპზე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მიმართულება მსგავსია: მეტი სიცხადე, ძლიერი სისტემები, ჯანსაღი ლიდერობა და მუშაობის უფრო ეფექტური გზები.
შესაძლებელი ხდება უფრო ძლიერი საფუძვლებით დაწყება.
შესაძლებელი ხდება მასშტაბირება მეტი სიცხადითა და ნაკლები წინაღობით.
შესაძლებელი ხდება განვითარება მეტი თავდაჯერებულობითა და ეფექტურობით.
განსხვავებული ეტაპები. საერთო მიზანი.
მარტივად გასაძღოლი ეფექტურად მართვადი ბიზნესი, რომელიც მზადაა შემდეგი ეტაპისთვის.
ბიზნესის გამოწვევები იშვიათად არსებობს იზოლირებულად. პროცესთან დაკავშირებული პრობლემა რეალურად შეიძლება როლს ან ანგარიშვალდებულებას ეხებოდეს. ლიდერობის გამოწვევა შეიძლება მოდიოდეს გაურკვეველი სტრუქტურებიდან ან სუსტი მენეჯერული პრაქტიკიდან. კულტურის პრობლემა შეიძლება უკავშირდებოდეს კომუნიკაციას, გადაწყვეტილების მიღებას ან საქმის ორგანიზების მიდგომას.
სწორედ ამიტომ ორგანიზაციას ვუყურებ, როგორც ერთიან ურთიერთდაკავშირებულ სისტემას. მე ვაერთიანებ ბიზნეს პერსპექტივას ადამიანების, ლიდერობისა და ორგანიზაციული დინამიკის სიღრმისეულ გაგებასთან — რაც მეხმარება გამოვავლინო არა მხოლოდ ის, რაც უკვე ხილულია, არამედ ისიც, თუ რა შეიძლება განაპირობებდეს სიტუაციას რეალურად.
უხილავის ხილულად ქცევა ნიშნავს, გაიგო ის, თუ რა იწვევს სიტუაციას სინამდვილეში, მანამ სანამ გადაწყვეტილებას შეიმუშავებ.
მარიამ ფაშალიშვილი„მარიამის ძლიერი უნარია, აღიქვას რთული ორგანიზაცია, როგორც ურთიერთდაკავშირებული სისტემა.”
ლევან კირვალიძე, CEO at JSC OPPAორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ უფრო მკაფიო სტრუქტურა, ძლიერი პასუხისმგებლობა და მუშაობის ისეთი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს ზრდასა და ცვლილებებს. ვმუშაობ ლიდერთა გუნდებთან ორგანიზაციული სიცხადის, ისეთი სტრუქტურების, როლებისა და მუშაობის მოდელების, შექმნაზე რომლებიც შეესაბამება ბიზნესის ხედვასა და განვითარების მიმართულებას.
ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ შემოიტანონ უფრო ნათელი პრიორიტეტები, უკეთესი გადაწყვეტილებები და ძლიერი აღსრულება. ვთანამშრომლობ დამფუძნებლებთან და ლიდერების გუნდებთან, რათა დავაზუსტოთ სტრატეგიული არჩევანი და გადავიტანოთ ის პრაქტიკულ პრიორიტეტებში, პასუხისმგებლობებში, გადაწყვეტილებებში და მენეჯმენტის სამუშაო რიტმში.
ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ შეამცირონ წინაღობები, გაამარტივონ აღსრულება და გახადონ ყოველდღიური სამუშაო უფრო ეფექტური. ვეხმარები შეფერხებების გამოვლენაში, სამუშაო პროცესების გამარტივებასა და პროცესების რედიზაინში, რათა ბიზნესმა შეძლოს ოპერირება მეტი სიცხადით, თანმიმდევრულობითა და კონტროლით.
ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ მენეჯერების გაძლიერება, მკაფიო ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა და უკეთესი შედეგების მიღება ადამიანების მეშვეობით. ვთანამშრომლობ მენეჯერებსა და ლიდერთა გუნდებთან იმ პრაქტიკული უნარების, ქცევებისა და ლიდერული ჩვევების გაძლიერებაზე რომლებიც ხელს უწყობს კომუნიკაციას, ანგარიშვალდებულებასა და ეფექტურ მუშაობას.
დამფუძნებლებისა და უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებიც კომპლექსური გადაწყვეტილებების, ზრდისა და ლიდერობის გამოწვევების წინაშე დგანან. ვთავაზობ კონფიდენციალურ და ექსპერტულ მხარდაჭერას სტრატეგიული, ორგანიზაციული და ლიდერული საკითხების გააზრებასა და გადაწყვეტაში — ვაერთიანებ პრაქტიკულ ბიზნეს გამოცდილებას, სისტემურ ხედვასა და სიღრმისეულ ანალიზს, რათა დაინახოთ დიდი სურათი, შეაფასოთ სხვადასხვა პერსპექტივა და უფრო მკაფიოდ განსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები.
ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ, სად შეუძლია AI-სა და ავტომატიზაციას ეფექტურობის, სამუშაო პროცესებისა და გადაწყვეტილების მიღების რეალურად გაუმჯობესება. ვმუშაობ ბიზნესისა და პროცესების მიმართულებით: ვახდენ საჭიროების იდენტიფიცირებას, ვაანალიზებ მიმდინარე პროცესს, ვგეგმავ სამომავლო პროცესს და ვქმნი შესაბამის გადაწყვეტას ტექნიკურ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც უზრუნველყოფენ ინჟინერიასა და დანერგვას.
არ არის აუცილებელი გქონდეთ მზა დიაგნოზი ან წინასწარ აირჩიოთ სერვისი. შეგვიძლია დავიწყოთ იმით, თუ სად არის თქვენი ბიზნესი დღეს, რისი გაუმჯობესება გსურთ და რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი — შემდეგ კი ერთად ჩამოვაყალიბოთ მუშაობის სწორი მასშტაბი.
შეხვედრის ჩანიშვნაპირველი საუბარი გვაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ, სად არის თქვენი ბიზნესი დღეს, რას უმკლავდებით და რისი გაუმჯობესება გსურთ. ამის შემდეგ შეგვიძლია განვსაზღვროთ სწორი შემდეგი ნაბიჯი — იქნება ეს მიზნობრივი დიაგნოსტიკა, სამუშაო სესია, ფართო საკონსულტაციო პროექტი თუ სიტუაციაზე მორგებული სხვა ფორმატი.
კარგი გადაწყვეტილებები იშვიათად იწყება მზა პასუხით. ისინი იწყება იმის გაგებით, თუ რა ხდება რეალურად — რა მუშაობს, რა გვიშლის ხელს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სად შეუძლია ცვლილებას ყველაზე დიდი ღირებულების შექმნა.
ჩემი მიდგომა არის პრაქტიკული, კოლაბორაციული და მორგებული თითოეული ბიზნესის რეალობაზე.
სიტუაციის ნათლად დანახვა — მისი კონტექსტის, პრიორიტეტების, მუშაობის სტილისა და იმ სიგნალების გაანალიზება, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს უფრო ღრმა პრობლემებსა თუ შესაძლებლობებზე.
სიმპტომების გამოყოფა ძირეული მიზეზებისგან და იმის იდენტიფიცირება, თუ სად ექნება ცვლილებას ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა.
ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტის შექმნა — რომელიც მუშაობს რეალურ ორგანიზაციაში და არა მხოლოდ ქაღალდზე.
საჭიროების შემთხვევაში, კონსულტირება, მენტორინგი და მხარდაჭერა, რათა ლიდერთა გუნდებმა შეძლონ გადაწყვეტის პრაქტიკაში განხორციელება.
შიდა პასუხისმგებლობის, უნარებისა და მენეჯმენტის რუტინების გაძლიერება, რათა ორგანიზაციამ შეძლოს დამოუკიდებლად გაგრძელება.
პროცესი არ არის უნივერსალური. ყველა პროექტს არ სჭირდება ხუთივე ეტაპის გავლა — მასშტაბი განისაზღვრება საჭიროებიდან გამომდინარე და სწორედ პირველი საუბარი ჰფენს ამას ნათელს.
გსურთ გაიგოთ ამ სამუშაოს მიღმა მდგარი ისტორია და შედეგები?
მეტი მარიამის შესახებ →არ არის აუცილებელი გქონდეთ მზა დიაგნოზი ან უკვე იცოდეთ რა უნდა შეიცვალოს. შეგვიძლია დავიწყოთ იმით, თუ სად არის თქვენი ბიზნესი დღეს, რისი გაუმჯობესება გსურთ და რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი — შემდეგ კი ერთად განვსაზღვროთ მუშაობის სწორი მასშტაბი.
შეხვედრის ჩანიშვნა